Youth Disciple Training Course Outreach პროგრამის ფარგლებში ჯეჯუს ქრისტიანული სკოლის (Jeju christian school) მოსწავლეები საქართველოს ესტუმრნენ. სკოლა მდებარეობს სამხრეთ კორეის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ ჯეჯუზე.
მათი მიზანი იყო გაეცნოთ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები, მათი კულტურა, რელიგია და ტრადიციები.
იაღუფლოს საჯარო სკოლაში მათი ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდა.
პირველ დღეს მათ წარმოადგინეს ეროვნული კულტურა, გაგვაცნეს ნაციონალური საკრავები და მუსიკა.
კლუბისა და განხორციელებული პროექტების წარდგენა |
მათ ღამე გაათენეს ადგილობრივ ოჯახებში.
მეორე დღეს შედგა შეხვედრა იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მონაწილეებსა და კორეელ სტუმრებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მათ ახლდათ "სამოქალაქო და საზოგადოებრივი განათლების" პედაგოგი ქალბატონი კიმ ჰიუმ სუკი.
No comments:
Post a Comment