Thursday 10 April 2014

ფორუმი რუსთავში
10.04.2014  რუსთავში სასტუმრო გრანდ ვეჯინში გაიმართა ფორუმი სადაც მოხდა განხორციელებული პროექტების შეჯამება, გავაკეთეთ პრეზენტაცია პროექტისა "გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას".
ფორუმს დაესწრნენ წარმომადგენლები 
US AID–იდან  და PH international –  იდან. ასევე რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობიდან.

Tuesday 25 March 2014

პროექტი:  "გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას"

2014 წლის 15-19 იანვარს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ინტეგრაციის ბანაკი, სადაც დმანისის მუნიციპალიტეტიდან ორი იაღუფლოს საჯარო და დმანისის მესამე საჯარო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას.
ბანაკის მსვლელობისას მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და იმუშავეს პროექტებზე, რომელიც შეეხებოდა საკუთარ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემის მოგვარებას.
დმანისის მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა საინიციატივო ჯგუფმა იმუშავა პროექტზე: "გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას" რომელიც დაფინანსდა 1300$ გრანტით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს US AID–ის მიერ.



პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სპორტსმენებისათვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ამ მიზნით, გარემონტდა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ცენტრალური სტადიონის დამხმარე ე.წ. გასახდელი ნაგებობა.








შემდეგ მოეწყო ტურნირი დმანისის ღია პირველობისათვის ფეხბურთში სადაც იაღუფლოს სკოლის ნაკრებმა მე–3 ადგილი დაიკავა.









ხოლო პირველ ადგილას დმანისის მე–3 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ  თასები და სერთიფიკატები.










პროექტის მომდევნო ღონისძიება იყო ჩემპიონატი გოგონათა ფრენბურთში.სადაც ასევე აზერბაიჯანულმა და ქართულმა სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა.









იაღუფლოს საჯარო სკოლის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.








Thursday 6 February 2014

სტუმრები სამხრეთ კორეიდან   06.02.2014
Youth Disciple Training Course Outreach პროგრამის ფარგლებში ჯეჯუს ქრისტიანული სკოლის (Jeju christian school) მოსწავლეები საქართველოს ესტუმრნენ. სკოლა მდებარეობს სამხრეთ კორეის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ ჯეჯუზე.
მათი მიზანი იყო გაეცნოთ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები, მათი კულტურა, რელიგია და ტრადიციები.


იაღუფლოს საჯარო სკოლაში მათი ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდა.
პირველ დღეს მათ წარმოადგინეს ეროვნული კულტურა, გაგვაცნეს ნაციონალური საკრავები და მუსიკა.





კლუბისა და განხორციელებული პროექტების წარდგენა


მათ ღამე გაათენეს ადგილობრივ ოჯახებში.
მეორე დღეს შედგა შეხვედრა იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მონაწილეებსა და კორეელ სტუმრებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.











აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მათ ახლდათ "სამოქალაქო და საზოგადოებრივი განათლების"  პედაგოგი ქალბატონი კიმ ჰიუმ სუკი.











 ახალგაზრდებმა გააცნეს ერთმანეთს უკვე განხორციელებული პროექტები და ისაუბრეს მომავლის გეგმებზე, ამასთან ვისაუბრეთ ქართულ და კორეულ განათლების სტილსა და მეთოდებზე, მსგავსება განხვავებებზე, მათ გაგვიზიარეს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება არასაკოლო აქტივობების შესახებ, მოეწყო პრეზენტაცია ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების შესახებ.










Monday 27 January 2014

 აქცია სახელწოდებით "ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები"
27 იანვარს იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა გამართეს აქცია სახელწოდებით: "ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები", აქცია გაიმართა პროექტის ფარგლებში "ვიყოთ აქტიურები" .
ჩვენს სოფელში ხშირად ირღვევა ბავშვის უფლებები, კერძოდ: ბავშვებს ხშირად ავალებენ მათთვის მძიმე და შეუფერებელ საქმეს, ხშირად არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ახალგაზრდების ერთერთი ძირითადი სლოგანი იყო : "ყველა ბავშვს აქვს სწავლისა და აზრის გამოთქმის უფლება".
ახალგაზრდებმა დაამზადეს ბანერები და სოფლის ცენტრში შეკრებით გამოხატეს პროტესტი ბავშვთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ.
ბავშვთა უფლებების კონვენციაზე მუშაობა


ბანერების დამზადება

მსვლელობა იაღუფლოს ცენტრალურ ქუჩაზე






Wednesday 15 January 2014

                                    ინტეგრაციის ბანაკი რუსთავში 15-19 იანვარი
15-19 იანვარს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ინტეგრაციის ბანაკი რუსთავში, რომელსაც ორგანიზება გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციამ სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. ბანაკში იმყოფებოდა ქვემო ქართლის 24 საჯარო სკოლა (12 ქართული და 12 აზერბაიჯანული) მათ შორის იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ორი აქტიური წევრი საბირ ფაშაევი, აითაჩ მაგარამოვა და კლუბის კორდინატორი პედაგოგი.
აითაჩ მაგარამოვა

საბირ ფაშაევი
ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, ისწავლეს საგრანტო პროექტებზე მუშაობა, შექმნეს კიდეც პროექტები და ჩაერთვნენ საგრანტო კონკურსში.

დმანისის მუნიციპალიტეტიდან ორი სკოლა იღებდა მონაწილეობას იაღუფლოს საჯარო და დმანისის მესამე საჯარო სკოლები, ჩვენ ერთად შევქმენით პროექტი რომლის სახელია "გზა გავუკვალოთ ჯანსაღ თაობას"  და დაფინანსების შემთხვევაში დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის გასახდელ ნაგებობას გავარემონტებთ, ამის შემდეგ ჩავატარებთ ჩემპიონატს  ფრენბურთში ქვემო ქართლის მასშტაბით. ვიიმედოვნებთ ჩვენი პროექტი დაფინანსდება.















Friday 27 December 2013

პროექტი "ვიყოთ აქტიურები"

2013 წლის დეკემბერში იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა  და დმანისის მესამე საჯარო სკოლის უფროსკლასელების მონაწილეობით განხორციელდა პროექტი "ვიყოთ აქტიურები". 

პროექტი დაფინანსდა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს PH international აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) დაფინანსებით, ასევე სიქას (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) მხარდაჭერითა და დახმარებით.

პროექტის მიზანია რომ იაღუფლოს საჯარო სკოლის  ახალგაზრდები უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო და სასკოლო ცხოვრებაში, მათ ეს ეს არის ჩამოაყალიბეს სამოქალაქო კლუბიი "ი.ა- იაღუფლოს ახალგაზრდები" და სურთ მეტი ინფორმაცია ქონდეთ სამოქალაქო აქტიურობის შესახებ.
მეორე მხრივ ჩვენი პროექტის მიზანია დავაახლოვოთ აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზდები ერთმანეთთან, მივცეთ მათ კულტურისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება. დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში აქამდე  არ ფუნქციონირებდა არც სამოქალაქო კლუბი და არც მოსწავლეთა თვითმართვეობა,ახალლგაზრდები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი იყვნენ მხოლოდ მოსწავლის სტატუსით, ისინი არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა რომ სკოლაში ისწავლება საგანი "სამოქალაქო განათლება" მოსწავლების მიერ მიღებული ცოდნა არის ძალიან ზედაპირული და მათ  არ იციან სად შეიძლება გამოიყენონ იგი.
ამას გარდა, სოფელი იაღუფლო არის აზერბაიჯანელებით დასახლებული და მიუხედავად იმისა რომ იგი ფაქტობრივად მიბმულია დმანისზე ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობა ძალიან მწირია, ეროვნული სხვაობა განსაკუთრებით იგრძნობა ახალგაზრდებში.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები:
9 დეკემბერს იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ახალგაზრდები ვეწვიეთ დმანისის მესამე საჯარო სკოლას, გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.



13- დეკემბერი
მოვიწვიეთ დმანისის მესამე საჯარო სკოლის უფროსკლასელები და დავიწყეთ ტრენინგები.პირველი დღე დაეთმო გაცნობასა და ბავშვთა უფლებების კონვენციას.






მუშაობა ბავშვთა კონვენციაზე.

პრეზენტაცია ინტერნაციონალურ წყვილებში.




 14 დეკემბერი ტრენინგის მეორე დღე, ძირითადად დაეთმო ადამიანის 30 ძრითად უფლებას, დემოკრატიულ სახელმწიფოს პრინციპებსა და ღირებულებებს.
















14 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა სოფელში, რომელმაც ცხადჰყო, რომ  სოფელ იაღუფლოში ერთერთი მწვავე პრობლემა არის ნაგვის ურნების არ ქონა.  დაიგეგმა ვიზიტი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ გოგი ბარბაქაძესთან, რათა პირადად გავაცნოთ კვლევის შედეგები და მივმართოთ ინიციატივით.
20 დეკემბერი ფილმის ჩვენება და დისკუსია, იაღუფლოს საჯარო სკოლისა და დმანისის მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწიილეობთ.

21 დეკემბერი ინტერკულტურული საღამო. ტრენინგების ბოლო დღე შევარჩიეთ ინტერკულტურული საღამოს ჩასატარებლად, მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაციონალური კულტურა, მოეწყო პრეზენტაციები, აზერბაიჯანულმა და ქართულმა სკოლებმა მოაწყვეს კუთხეები სადაც იყო განთავსებული საკუთარი ნამუშევრები ეროვნული სამზარეულოდან, თექაზე შესრულებული დეკორაციული ნივთები, ნაციონალური ცეკვები და  სიმღერები. ვფიქრობ სააბოლოოდ შესანიშნავი საღამო გამოვიდა.



პრეზენტაცია თემაზე "ნოვრუზის დღესასწაული აზერბაიჯანში"

"ხინკლის ინტორია"

ქართული კუთხის წარდგენა

აზერბაიჯანული კუთხის წარდგენა

ძველი და ახალი აზერბაიჯანული სამოვარი

ქართული ცეკვა

აზერბაიჯანული ცეკვა
23 დეკემბერი. შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. როგორც დაგეგმილი იყო 23 დეკემბერს შედგა შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ გოგი ბარბაქაძესთან. კლუბის ოთხი აქტიური წევრი აფინა მუსაევა, აითაჯ მაგარამოვა, კიუნელ იუნუსოვა და რუხსარა თაფილოვა კლუბის მეურვე პედაგოგთან ერთად შევხვდით ბატონ გოგის, მას დაწვრილებით გავაცანით ჩვენი კლუბის საქმიანობის შესახებ, ამას გარდა, მივუტანეთ კვლევის შდეგები და მივმართეთ ინიციატივით, დაიდგას ჩვენს სოფელში დაახლოვებით ათი ნაგვის ურნა და ერთი განსაკუთრებით სკოლისათვის.ბატონი გოგი დაინტერესდა სხვა პრობლემებითაც, მან გამოგვკითხა თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სტადიონი, გზა და წყალმომარაგების სისტემა, მან ძალიან დიდი ყურაღება გამოიჩინა ჩვენი ინიციატივის მიმართ და დაგვპირდა პრობლემის მოგვარებას არაუგვიანეს 2014წლის ზაფხულისა.