3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან იქნა დაწესებული.
2013 წლის 3 დეკემბერს იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები შევიკრიბეთ ამ დღის აღსანიშნავად. ჩვენ დავამზადეთ ამ დღის სიმბოლო (იისფერი სამკერდე ნიშანი) მოვიწვიეთ სკოლის ადმინისტრაცია, კლუბის არაწევრი უფროსკლასელები და ვისაუბრეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და მათი დარღვევის ფაქტებზე.სტუმრებს გავაცანით სტატისტიკური მაჩვენებლები. ამას გარდა, ვისაუბრეთ თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს სკოლასა და სოფელში, რა პრობლემები ექმნებათ მათ სრულფასოვან ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment