Friday, 27 December 2013

პროექტი "ვიყოთ აქტიურები"

2013 წლის დეკემბერში იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა  და დმანისის მესამე საჯარო სკოლის უფროსკლასელების მონაწილეობით განხორციელდა პროექტი "ვიყოთ აქტიურები". 

პროექტი დაფინანსდა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს PH international აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) დაფინანსებით, ასევე სიქას (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) მხარდაჭერითა და დახმარებით.

პროექტის მიზანია რომ იაღუფლოს საჯარო სკოლის  ახალგაზრდები უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო და სასკოლო ცხოვრებაში, მათ ეს ეს არის ჩამოაყალიბეს სამოქალაქო კლუბიი "ი.ა- იაღუფლოს ახალგაზრდები" და სურთ მეტი ინფორმაცია ქონდეთ სამოქალაქო აქტიურობის შესახებ.
მეორე მხრივ ჩვენი პროექტის მიზანია დავაახლოვოთ აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზდები ერთმანეთთან, მივცეთ მათ კულტურისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება. დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში აქამდე  არ ფუნქციონირებდა არც სამოქალაქო კლუბი და არც მოსწავლეთა თვითმართვეობა,ახალლგაზრდები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი იყვნენ მხოლოდ მოსწავლის სტატუსით, ისინი არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა რომ სკოლაში ისწავლება საგანი "სამოქალაქო განათლება" მოსწავლების მიერ მიღებული ცოდნა არის ძალიან ზედაპირული და მათ  არ იციან სად შეიძლება გამოიყენონ იგი.
ამას გარდა, სოფელი იაღუფლო არის აზერბაიჯანელებით დასახლებული და მიუხედავად იმისა რომ იგი ფაქტობრივად მიბმულია დმანისზე ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობა ძალიან მწირია, ეროვნული სხვაობა განსაკუთრებით იგრძნობა ახალგაზრდებში.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები:
9 დეკემბერს იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ახალგაზრდები ვეწვიეთ დმანისის მესამე საჯარო სკოლას, გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.



13- დეკემბერი
მოვიწვიეთ დმანისის მესამე საჯარო სკოლის უფროსკლასელები და დავიწყეთ ტრენინგები.პირველი დღე დაეთმო გაცნობასა და ბავშვთა უფლებების კონვენციას.






მუშაობა ბავშვთა კონვენციაზე.

პრეზენტაცია ინტერნაციონალურ წყვილებში.




 14 დეკემბერი ტრენინგის მეორე დღე, ძირითადად დაეთმო ადამიანის 30 ძრითად უფლებას, დემოკრატიულ სახელმწიფოს პრინციპებსა და ღირებულებებს.
















14 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა სოფელში, რომელმაც ცხადჰყო, რომ  სოფელ იაღუფლოში ერთერთი მწვავე პრობლემა არის ნაგვის ურნების არ ქონა.  დაიგეგმა ვიზიტი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ გოგი ბარბაქაძესთან, რათა პირადად გავაცნოთ კვლევის შედეგები და მივმართოთ ინიციატივით.
20 დეკემბერი ფილმის ჩვენება და დისკუსია, იაღუფლოს საჯარო სკოლისა და დმანისის მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწიილეობთ.

21 დეკემბერი ინტერკულტურული საღამო. ტრენინგების ბოლო დღე შევარჩიეთ ინტერკულტურული საღამოს ჩასატარებლად, მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაციონალური კულტურა, მოეწყო პრეზენტაციები, აზერბაიჯანულმა და ქართულმა სკოლებმა მოაწყვეს კუთხეები სადაც იყო განთავსებული საკუთარი ნამუშევრები ეროვნული სამზარეულოდან, თექაზე შესრულებული დეკორაციული ნივთები, ნაციონალური ცეკვები და  სიმღერები. ვფიქრობ სააბოლოოდ შესანიშნავი საღამო გამოვიდა.



პრეზენტაცია თემაზე "ნოვრუზის დღესასწაული აზერბაიჯანში"

"ხინკლის ინტორია"

ქართული კუთხის წარდგენა

აზერბაიჯანული კუთხის წარდგენა

ძველი და ახალი აზერბაიჯანული სამოვარი

ქართული ცეკვა

აზერბაიჯანული ცეკვა
23 დეკემბერი. შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. როგორც დაგეგმილი იყო 23 დეკემბერს შედგა შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ გოგი ბარბაქაძესთან. კლუბის ოთხი აქტიური წევრი აფინა მუსაევა, აითაჯ მაგარამოვა, კიუნელ იუნუსოვა და რუხსარა თაფილოვა კლუბის მეურვე პედაგოგთან ერთად შევხვდით ბატონ გოგის, მას დაწვრილებით გავაცანით ჩვენი კლუბის საქმიანობის შესახებ, ამას გარდა, მივუტანეთ კვლევის შდეგები და მივმართეთ ინიციატივით, დაიდგას ჩვენს სოფელში დაახლოვებით ათი ნაგვის ურნა და ერთი განსაკუთრებით სკოლისათვის.ბატონი გოგი დაინტერესდა სხვა პრობლემებითაც, მან გამოგვკითხა თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სტადიონი, გზა და წყალმომარაგების სისტემა, მან ძალიან დიდი ყურაღება გამოიჩინა ჩვენი ინიციატივის მიმართ და დაგვპირდა პრობლემის მოგვარებას არაუგვიანეს 2014წლის ზაფხულისა. 




Wednesday, 4 December 2013

3 დეკემბერი

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან იქნა დაწესებული.

2013 წლის 3 დეკემბერს იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები შევიკრიბეთ ამ დღის აღსანიშნავად. ჩვენ დავამზადეთ ამ დღის სიმბოლო (იისფერი სამკერდე ნიშანი) მოვიწვიეთ სკოლის ადმინისტრაცია, კლუბის არაწევრი უფროსკლასელები და ვისაუბრეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და  მათი დარღვევის ფაქტებზე.სტუმრებს გავაცანით სტატისტიკური მაჩვენებლები. ამას გარდა,  ვისაუბრეთ თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს სკოლასა და სოფელში, რა პრობლემები ექმნებათ მათ სრულფასოვან ცხოვრებაში.



Saturday, 30 November 2013

ახალგაზრდული ფორუმი

30 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტების 31 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებმა და მათ შორის იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აითაჯ მაგარამოვამ და საბირ ფაშაევმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან რაფიკ კოჯაევთან და კლუბის მეურვე პედაგოგთან მარიკა ყაზარაშვილთან ერთად. ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებმა გამოავლინეს მათ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემა, იმუშავეს პროექტზე და წარუდგინეს იგი მოწვეულ სტუმრებს. ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.