Saturday, 30 November 2013

ახალგაზრდული ფორუმი

30 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტების 31 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებმა და მათ შორის იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აითაჯ მაგარამოვამ და საბირ ფაშაევმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან რაფიკ კოჯაევთან და კლუბის მეურვე პედაგოგთან მარიკა ყაზარაშვილთან ერთად. ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებმა გამოავლინეს მათ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემა, იმუშავეს პროექტზე და წარუდგინეს იგი მოწვეულ სტუმრებს. ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.



Saturday, 21 September 2013

კლუბის შექმნა

2012 წელს  დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. იაღუფლოს საჯარო სკოლა შერჩეულ იქნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილედ, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH international აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) დაფინანსებით. პროგრამის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი რომელსაც მოსწავლეების გადაწყვეტილებით ეწოდა "იაღუფლოს ახალგაზრდები". 
კლუბის პირველი შეკრება შედგა 2013 წლის 21 სექტემბერს, მონაწილეებმა აღნიშნეს გაეროს საერთაშორისო დღე, ჩატარდა არჩევნები და სწორედ არჩევნების საფუძველზე მოხდა კლუბის ლიდერის შერჩევა.
                                                                         თურქანა ელჩიევა კლუბის ლიდერი