27 იანვარს იაღუფლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა გამართეს აქცია სახელწოდებით: "ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები", აქცია გაიმართა პროექტის ფარგლებში "ვიყოთ აქტიურები" .
ჩვენს სოფელში ხშირად ირღვევა ბავშვის უფლებები, კერძოდ: ბავშვებს ხშირად ავალებენ მათთვის მძიმე და შეუფერებელ საქმეს, ხშირად არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ახალგაზრდების ერთერთი ძირითადი სლოგანი იყო : "ყველა ბავშვს აქვს სწავლისა და აზრის გამოთქმის უფლება".
ახალგაზრდებმა დაამზადეს ბანერები და სოფლის ცენტრში შეკრებით გამოხატეს პროტესტი ბავშვთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ.
| ბავშვთა უფლებების კონვენციაზე მუშაობა |
| ბანერების დამზადება |
| მსვლელობა იაღუფლოს ცენტრალურ ქუჩაზე |


.jpg)
.jpg)





.jpg)





